|
2026-01-23 12:34:46, 141 ნახვა
ეკონომიკა/ საპენსიო შენატანის ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებლები 3.7 მილიონით დაჯარიმდნენ
დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ბიზნესს 2025 წელს 3.746 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მათ შორის მხოლოდ დეკემბერში, დამსაქმებლები თითქმის 800 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ცნობისთვის, გასულ წელს კანონის გამკაცრების შემდეგ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დამსაქმებელი პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარით ჯარიმდება. გარდა ჯარიმისა, რომელიც ბიუჯეტში მიემართება, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დამსაქმებელს ეკისრება საურავიც, საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც ფონდში არ გადარიცხულა, ან ვადის დარღვევით გადაირიცხა. საურავის ოდენობა თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს დამატებული 5%. აღსანიშნავია, რომ 2025 საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 706 ათასი ადამიანი იყო. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 26,820-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 124 მილიონი ლარი. დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს, ხოლო ამონაგებმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

