10:49 - 26 Jan, 2026
2026-01-22 15:35:12, 96 ნახვა

სამართალი/
სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა

ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა. ამ დროისთვის, ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

"პირველების" ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ფინანსურ დოკუმენტებს, კონტრაქტებს და გადარიცხვებს ითხოვენ. 

კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის. ამ ეტაპზე დანარჩენი, ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ," - ამბობს "დეილი ჯგუფის" წარმომადგენელი. 

"დაფნას" წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე "პირველებთან" ამბობს, რომ თავად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა კომპანიის ოფისში სუს-ის წარმომადგენლების შესვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. 

ვერ გეტყვით ვერაფერს, მე თვითონ არ ვარ საქართველოში. როგორც ინფორმაცია მაქვს, მარტო ჩვენთან არ არიან შემოსულები. შემოვიდნენ არ არის პრობლემა, პირიქით, შეიძლება უკეთესიც იყოს," - აღნიშნა ნიკოლოზ ნათბილაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics