10:48 - 26 Jan, 2026
2026-01-21 15:06:59, 71 ნახვა

სამართალი/
გონიოში ავარიისას 3 პირის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის დაღუპვის  ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 2025 წლის 14 ივნისს ავტოავარიისას სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა და ორი პირი დაშავდა. 

“სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics