|
2026-01-21 14:55:35, 53 ნახვა
ეკონომიკა/ TBC ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო მიმწოდებლად. რიგით 26-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა. თიბისიმ საერთაშორისო აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. Global Finance-ის ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის 45%-ზე მეტი წილი უჭირავს, მთლიანი პორტფელი კი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს. “Global Finance-ის ჯილდო თიბისის გუნდის ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა - ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ გავამარტივოთ ვაჭრობის დაფინანსების პროცესები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ. აქცენტს პროცესების გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე ვაკეთებთ. მიმდინარე წელს ინტერნეტ და მობაილ ბანკში გარანტიების ციფრულად გაცემის სერვისს დავნერგავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის პროდუქტზე ხელმისაწვდომობას, პროცესებს კი დააჩქარებს. სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია და თიბისის გუნდის ექსპერტიზა განაპირობებს ბაზარზე ჩვენს ლიდერობას და ამყარებს თიბისის მიმართ მომხმარებელთა ნდობას, რომელთა რიცხვი იზრდება და დღეისთვის 1000-ზე მეტ კლიენტს აერთიანებს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი. "გლობალური ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზეა - ბანკები და სერვისის მიმწოდებლები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ პლატფორმებს, რათა გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და გაზარდონ გამჭვირვალობა. წელს ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებლების ჯილდოები იმ კომპანიებს გადავეცით, რომლებიც თავიანთ მომხმარებლებს უმაღლესი დონის სერვისით, ტექნოლოგიებითა და რისკების მართვით ხელს უწყობენ ეფექტიან ვაჭრობაში”, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

