|
2026-01-18 17:03:32, 214 ნახვა
სამართალი/ სუს - ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ პროკურატურას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი "შვილის გატაცებას აპირებდა", განცხადებას ავრცელებს. სუს-ი აცხადებს, რომ უკვე მიმართეს ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას, რათა "უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში". როგორც სუს-ი აღნიშნავს, ვეფხია კასრაძის მიერ გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და "ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი", სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს", - ნათქვამია განცხადებაში. საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი შვილის "გატაცებას აპირებდა". "შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუსის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუსის თანამშრომელი, ხომ? ეგ ვაღიარო, არა? ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რხვენოდეთ, რა. ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუს-ი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ", - განაცხადა ვეფხია კასრაძემ "ტვ პირველთან" სატელეფონო საუბარში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

