10:50 - 26 Jan, 2026
2026-01-16 13:15:45, 228 ნახვა

კომენტარი/
ქადაგიშვილი - საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ

მე ვფიქრობ, საქართველოში არ არის ის ვითარება, ობიექტურად, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ, - ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 75 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ამერიკის შეერთებული შტატები საემიგრაციო ვიზებზე უარს აცხადებს, თუმცა სხვადასხვა მიზნით ვიზების გაცემა ჩვეულებრივად მოხდება.

„თქვენ ახლა უყურებთ ამერიკაში საიმიგრაციო მიმართულებით რა პოლიტიკა ტარდება. ფაქტობრივად, აშშ საემიგრაციო ვიზებზე უარს აცხადებს. თქვენ იცით, რომ ტრამპმა შემოიღო ეს „ოქროს ბარათი". თუ თქვენ გინდათ, რომ აშშ-ში ცხოვრების უფლება და ა.შ. მოიპოვოთ, იქ გარკვეულ მაღალ ფინანსურ ვალდებულებებზე არის საუბარი. ზოგადად, საემიგრაციო ვიზა რას ნიშნავს?! როდესაც მოქალაქე იძულებულია დატოვოს თავისი ქვეყანა. იძულების მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს. მე ვფიქრობ, საქართველოში არ არის ის ვითარება, ობიექტურად, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ. რაც შეეხება სასწავლო მიზნით, ბიზნესის მიზნით, საქმიანი ურთიერთობის მიზნით თუ ტურისტული მიზნით ვიზებს, ეს ვიზები ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გაიცემოდა, ისეთივე წესით გაგრძელდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics