|
2026-01-12 15:31:05, 176 ნახვა
კომენტარი/ ძირითადი პროდუქტების იმპორტიორი ოცნების წევრი ან შემომწირველია – დათუნაშვილი
კოალიცია ლელო - ძლიერი საქართველოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების საქართველოში იმპორტიორი კომპანია მჭირდოდ დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან. დათუნაშვილმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმებულია და საქსტატზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეყრდნობა. "მინდა გითხრათ ძირითადი ფაქტორები იმისა თუ, რატომ იყო წელს თქვენი საახალწლო სუფრა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირი. ეს 13-წლიანი უპასუხისმგებლო და კორუფციული მმართველობის პირდაპირო შედეგია - პირველ რიგში, ეროვნული ბანკის მიერ ფულოს ბეჭდვა, მეორეს მხროვ, ყველა გადასახადის ზრდა საქართველოში, მესამეს მხრივ, საწვავისა და ელექტროენერგიის ფასების გაორმაგება უკანასკნელი 10 წლის მანძილზე და ყველაზე მნიშვნელოვანი, კორუფცია, რომლის მდგენელსაც ბიზნესი იხდის აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ფასით. ეს არის რეალური ძირითადი პრობლემები, რომელიც აქვს ქართულ სახელმწიფოს, რის გამოც თქვენთვის ფასები გაიზარდა და რითვისაც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ამის მიღმა ხელისუფლება აწარმოებს ბინძურ კამპანიას და ცდილობს, რომ მთელი ტვირთი გადაიტანოს სხვადასხვა პროდუქტების იმპორტიორებზე ამ ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, რაც არაა გასაკვირი ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, მაგრამ აქაც უბინძურესი ტყუილი იხარშება ქართული ოცნების ხელში. რა კომისიაც არ უნდა შექმნან, რა შემადგენლობაც არ უნდა შეიკრიბნონ, იმ დანაშაულს, რაც ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი ფასების ზრდის სახით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოირეცხავენ. ყველა ძირითადი იმპორტირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის შემომტანი ან ქართული ოცნების წევრია, ან მათი მხარდამჭერი და შემომწირველი. ხორბლის ფქვილი და ხორბალი - ერთადერთი ყველაზე მსხვილი შემომტანი, დაახლოებით 70% ბაზრისა უჭირავს დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანს. ჩანქსელიანი არის კაცი, რომელის პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველოში 10 წლის მანძილზე პურის ფასი გაორმაგდა. თუ იმპორტიორებზეა ლაპარაკი, მაშინ პირველი გოდერძი ჩანქსელიანია ამ სიაში. მათ შორის, ის არის შემომწირველიც, წევრიც ქართული ოცნების. 2012 წლიდან დღემდე 189%-ით არის გაზრდილი ხორბლის ფქვილის ფასი, პურის ფასი - 90%-ით. შაქარი და სუფთა საქაროზა საქართველოში შემოაქვს კომპანია გეოპროდუქტს, რომლის 100% წილის მფლობელი არია ვინმე ზებურ დუმბაძე, რომელსაც აგრეთვე 2020-2024 წლებში 178 000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. 2012 წლიდან დღემდე შაქრის ფასი საქართველოში 110%-ით გაიზარდა. რძე და რძის პროდუქტების იმპორტიორები: ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არის შპს ევროპროდუქტი, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი, ოცნებასთან მჭირდოდ დაკავშირებული ჯი თი გრუპია. ამ ჯი თი გრუპის მფლობელები არიან ოცნების შემომწირველები, მაგალითად 60 000 ლარი აქვთ 2016 წელს შეწირული ამ კომპანიის დირექტორს, ბატონ უსტიაშვილს. გიორგი გველესიანი 2016-2018 წლებში ჯამში 120 000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის და იგი ერთ-ერთი დამფუძნებელია ამ კომპანიის. 2020 წლის ივნისამდე კომპანიის გენერალური დირექტორი იყო ვინმე, ლევან გოგსაძე, რომელმაც 2016 წელს 38 000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას. მეორე მსხვილი შემომტანი - ინ გრუპი. მისი 19%-იანი წილის მფლობელი ბატონი გიორგი ჭყონია, რომელსაც 2020-2024 წლებში ჯამში 160 000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის, 2018 წელს 60 000 ლარი. ის წარმოადგენდა ქართული ოცნების ერთ-ერთ განაყოფს - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. აგრეთვე ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი რძის პროდუქტების, Georgian Food Corporation, კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია, შპს აი თი ენის მფლობელი არტურ ტოროსიანი, რომელმაც 2017 წელს ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. რძის პროდუქტებზე ფასი საქართველოში 2012 წლის შემდეგ 105%-ით არის გაზრდილი. მცენარეული ცხიმის 90%-ის შემომტანი არის შპს გრინვილი, რომელიც ეკუთვნის ქართულ ოცნებასთან ძალიან დაახლოებულ ბიზნესფიგურას, ბატონ მინდია საბანაძეს. 2016-2017 წლებში მინდია საბანაძეს 100 000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. იოდიზირებული მარილის იმპორტიორია შპს ალფა, ამ კომპანიას 2016 წელს 120 000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის". - განაცხადა დათუნაშვილმა. მისივე განცხადებით, ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, რომ "ფულის ბეჭდვას შეეშვან", დაწიონ აქციზის ტარიფები საწვავზე და შეამცირონ დენის გადასახადი, ასევე "რეალურად იბრძოლონ კორუფციასთან". "ეს ციფრები ყველაზე კარგად ამბობს, იმას, რომ ნებისმიერ გაზრდილ ფასში არის კორუფციის დიდი წილი. ამ პრობლემების გადაჭრის შემდეგ, იმ ბედოვლათების კომისიას შეუძლია დაუაროს ამ ხალხს, მათი წევრებისა და შემომწირველების კომპანიებს, რომლებიც მათივე თქმით, თურმე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში პროდუქტების ფასები თურმე გაიზარდა". - განაცხადა დათუნაშვილმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

