|
2026-01-08 12:57:11, 271 ნახვა
კომენტარი/ მანჯგალაძე - ვამბობდი, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი არ ვარ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ათი პირის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა, ყველა ბრალდებული ესწრება. პაატა ბურჭულაძემ სხდომაზე დასწრებაზე უარი თავად განაცხადა. პროცესზე მიმდინარეობს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, კერძოდ, ვიდეომტკიცებულებების. პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეომასალა, რომელიც ტელეეთერებშია გასული და ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა ბრიფინგია ასახული. აღნიშნული ვიდეოს მოსმენის შემდეგ, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, ასევე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

