11:01 - 26 Jan, 2026
2025-12-27 11:29:13, 5670 ნახვა

კორონავირუსი/
კლიჩკო: კიევში სამი მაღალსართულიანი შენობა იწვის

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, 27 დეკემბრის დილით, დარნიცკის რაიონში ნანგრევები 24-სართულიან შენობას მოხვდა, ასევე იწვის 18-სართულიანი და 10-სართულიანი შენობები.

დნეპროვსკის რაიონშიც, ხანძარი მძვინვარებს 24-სართულიანი შენობის ზედა სართულზე.

ასევე, დნეპროვსკის რაიონში, ხანძარი მძვინვარებს 18-სართულიანი შენობის მესამე სართულზე. მიმდინარეობს ნანგრევებში მოყოლილი ერთი ადამიანის ძებნა.

დარნიცკის რაიონში რამდენიმე კერძო სახლი იწვის. არსებობს ხანძრის ახლომდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში გავრცელების რისკი, საიდანაც მაშველებმა 10 ადამიანი ევაკუირეს. ნანგრევების ჩამოვარდნის შემდეგ იქ მანქანებიც იწვის.

იმავე დარნიცკის რაიონში, იმ შენობის გვერდით, სადაც დრონი დაეცა, ხანძარია ზედა სართულებზე მდებარე შენობაშიც.

განახლებულია: კლიჩკომ შემდგომში განაცხადა, რომ დრონი დაეცა შევჩენკოვსკის რაიონში 10-სართულიანი შენობის ზედა სართულს.

გოლოსეევსკის რაიონში ავტოგასამართ სადგურს ცეცხლი გაუჩნდა, დნეპროვსკიში კი დეპოს დაეცა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics