|
2025-12-25 15:32:41, 8660 ნახვა
კომენტარი/ კალაძე: კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა მთელ მსოფლიოში
„კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდეციების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველო, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა. „ზოგადად კორუცფცია სერიოზული გამოწვევაა ყველგან, მთელ მსოფლიოში და ევროპულ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. ძალიან მიხარია, რომ ქვეყანა, ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავეა. საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული ყველა საერთაშორისო სტატისტიკა და კვლევები, იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც სამართლიანია, მიუთითებს, რომ ქვეყანა წინ მიდის, ახორციელებს რეფორმებს და დგამს სწორ ნაბიჯებს“, - განაცხადა კახა კალაძე. რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკის მიზეზი ის მითითებებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულა. „არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ჩვენ ხომ ვიცით, რატომ ხდება ეს კრიტიკა და რა არის ამის მთავარი მიზეზი - ის, რომ ჩვენ არ შევასრულეთ მათი ბრძანებები, არ გავხსენით მეორე ფრონტი ქვეყანაში, არ შემოვიტანეთ ის უბედურება, რაც სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება; მეორე - ეს არის მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც არ გავითვალისწინეთ იმიტომ, რომ დამაგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმ ოჯახებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც შრომობენ, მუშაობენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს იქნებოდა უმძიმესი პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავდექით მტკიცედ, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს სჭირდებოდა. ეს პოლიტიკა გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც ვისმენთ კრიტიკას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-01-24 10:41:41 ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი 2026-01-23 10:09:47 პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, კრემლმა გამორიცხა ომის დასრულება უკრაინის მიერ დონბასის დათმობის გარეშე. 2026-01-22 16:45:26 დავოსში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო 2026-01-22 09:09:48 გენერალური შტაბი: პოკროვსკის მიმართულებით 33 შეტაკება მოხდა, ხოლო გულიაი-პოლიეს მიმართულებით 31. 2026-01-20 21:53:32 ზელენსკი: რუსული თავდასხმის მოგერიება 80 მილიონი ევრო დაჯდა, რუსეთს ახლა მეტი რაკეტა აქვს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

