|
2025-12-11 16:37:55, 762 ნახვა
საზოგადოება/ ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა
„ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მხოლოდ ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 70 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, 4 ფაქტი სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავებაა - გურიის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 576 ფაქტია გამოვლენილი. სხვადასხვა რეგიონში, სახელწმიფო ტყის ტერიტორიიდან ამოღებულია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო გეგმავს ისეთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, რომლებიც ტყის მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული. მათ შორისაა მოვლითი და სანიტარიული ჭრები, რაც, თავის მხრივ, ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. „როგორც სამასალე ისე საშეშე მერქნული რესურსის მოპოვება რეგულირებულია. მოქმედებს წესი - არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. უწყების ყველა ღონისძიება სწორედ ამისკენაა მიმართული“, - აღნიშნა ნათია იორდანიშვილმა. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, ტყეზე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. შეძენილ იქნა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; 34 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო გზების მოწყობის, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის. 10 დრონი, 750 ფოტო-ხაფანგი და სამხრე კამერები ტყის კონტროლისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5000 ლარი. უკვე მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-14 13:44:11 უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია 2025-12-08 09:48:34 სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა 2025-12-08 09:35:31 რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph 2025-12-08 09:27:50 ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ზელენსკის მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 2025-12-07 20:53:25 რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

