07:05 - 06 Dec, 2025
2025-12-05 20:15:23, 227 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი და ახლა თავის გადარჩენით არის დაკავებული

„რუსული კანონის“ დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ამ ჩამოქცევამ, გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა ოთხ სხვადასხვა მწვავე დაავადებას, - ამის შესახებ პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ე.წ. მთავრობა, რომელიც მოქალაქეებს ამარჩიელებს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხზე - ჯანმრთელობაზე - არა თუ მთავრობა არაა, არამედ ადამიანებისთვის საშიში მოვლენაა. რეჟიმმა ჩუმად მოწამლა საკუთარი ხალხი, მერე ექიმებს დაუმალა მომწამვლელი ნივთიერება, რომ ვერ ემკურნალათ და ახლაც თავის გადარჩენის სამარცხვინო და საკმაოდ უნიჭო მოძრაობებით არის დაკავებული.

რაც ამ დღეებში მოვისმინე და ვნახე, ჩემთვის ძალიან ნაცნობი და გასაგებია. “რუსული კანონის” დარბევების შემდეგ, დღემდე უცნობია ჩემი ორგანიზმის უეცარი ჩამოქცევის მიზეზი. ჩემი იმუნური სისტემა ჩამოიშალა და თურქ ექიმებს საკმაოდ რთული პროცედურების ჩატარება დასჭირდათ, სასიცოცხლო მაჩვენებლების გამოსასწორებლად. ამ ჩამოქცევამ, გარდა სიცოცხლის რისკისა, პროვოცირება გაუკეთა 4 სხვადასხვა მწვავე დაავადებას, სხვადასხვა სახის ძლიერ ტკივილს, უკიდურეს სისუსტეს და გამოიწვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემი უფუნქციოდ ყოფნა.

ჩემი გაუთავებელი ავადმყოფობის მიზეზი დღემდე დაუდგენელია, ხოლო ექიმების ერთ-ერთი ვარაუდი ინტოქსიკაციაა, რომლის მკურნალობა მომწამვლელი ნივთიერების სახელის ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იყო. შარშანდელი დარბევების შემდეგ კი აღარაფერს ვამბობ კანის დამწვრობაზე, ღებინებაზე და თვეების განმავლობაში ძალიან მაღალ არტერიულ წნევაზე.

ჰოდა, ყველა ორგანიზაციას, ყველა საერთაშორისო გამოძიებას, ყველა კომპეტენტურ ადამიანს ჩვენებასაც მივცემ და ჩემი სამედიცინო კვლევების 1000-მდე გვერდსაც გავუზიარებ. ასე უნდა მოვიქცეთ ყველა. რეჟიმი მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებას ვერ გაამართლებს. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს!

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიასთან აქციაზე მე „ვერ მოვახერხებ“ მოსვლას, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ბევრნი! ბოლომდე! - წერს პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics