|
2025-12-05 13:57:41, 479 ნახვა
პოლიტიკა ბოჟაძე BBC-ს გამოძიებაზე - მგონია, სუს-მა მერაბიშვილი და სააკაშვილი უნდა დაკითხოს
ივანიშვილის დეპუტატი, ლადო ბოჟაძე BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა. ბოჟაძე ამბობს, რომ მისი აზრით, ვახტანგ გომელაურზე ადრე გამოკითხვაზე წინა ხელისუფლების დროინდელი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უნდა დაიბარონ. "მე მგონია, რომ სუს-მა ვახტანგ გომელაურზე ადრე ვანო მერაბიშვილი უნდა დაიბაროს და დაკითხოს და დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილიც, როგორც მაშინდელი პრეზიდენტი. დაველოდოთ, შეიძლება, სუს-მა ამით დაიწყოს [...] ვისაც გამოძიება საჭიროდ ჩათვლის და ვისთანაც კითხვები ექნებათ, ყველა უნდა გამოიკითხოს [...] ვანო მერაბიშვილს ხომ უნდა გაახსენდეს, რა იყიდა? ყველა შესყიდვის საბუთები გაცემულია [...] ამხელა ამბავია ატეხილი და ვანო მერაბიშვილი დღემდე რატომ დუმს? ყველამ იცის, რომ მის დროს იყო შესყიდული [...] ინფორმაციის პირველწყარო არის ვანო მერაბიშვილი [...] ვახტანგ გომელაურიც უნდა დაიბარონ და ვანო მერაბიშვილიც. უნდა დაიბარონ ყველა, ვისი გამოკითხვაც საზოგადოებას სიმართლის მეტ ინფორმაციას მისცემს". - თქვა ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბარში. ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

