|
2025-12-05 12:21:07, 805 ნახვა
პოლიტიკა არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან დიდი ზიანის მომტანია- მზექალა შანიძე „ოცნების“ რეფორმაზე
ენათმეცნიერი მზექალა შანიძე, „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს. ენათმეცნიერი 4 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა. მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე. „ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს და რასაც ჩვენ გვთავაზობენ, მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება… ჩვენ არ გვაქვს უფლება ასეთ პირობებში არ ვიფიქროთ, რომ შემოთავაზებული პროგრამა არ არის მეცნიერული, არამედ რაღაც ინფანტილური!… არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია!”- თქვა მზექალა შანიძემ. „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – ასეთია „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს გრანტის გაუქმებას. ამ მოდელის მიხედვით სახელმწიფო აღარ დააფინანსებს სტუდენტს, არამედ დააფინანსებს უნივერსიტეტს და თავად გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტში, რომელი ფაკულტეტი და სპეციალობები დააფინანსოს, რაც უნივერსიტეტებს მთლიანად დამოკიდებულს ხდის სახელმწიფოზე და აქრობს საუნივერსიტეტო ავტონომიას.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

