|
2025-12-04 19:45:44, 581 ნახვა
ეკონომიკა/ სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
სელფი მობაილმა კომუნიკაციების კომისიის (კომკომ) აუქციონში წარმატებით გაიმარჯვა და ქსელის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში ახალი სიხშირული რესურსი მიიღო. ხსენებული სიხშირეების შეძენა არის დამატებითი ინვესტიცია, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქსელს და შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ კიდევ უფრო ხარისხიან კავშირს. ქსელის განვითარება წელს N1 პრიორიტეტად გვაქვს დასახული და ამ მიმართულებით გავასამმაგეთ ჩვენი რესურსები. აპრილიდან დღემდე დავამატეთ 132 ახალი სადგური, 85-ს კი ჩავუტარეთ სრული მოდერნიზება, რამაც ინტერნეტის სიჩქარე უკვე გაზარდა 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით. სელფის CEO, როსტომ ტალახაძე: „სელფი მობაილი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე ზრუნვას. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კომკომის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ყველა ლოტი რომელიც გვჭირდებოდა ქსელის შემდგომი სრულყოფისთვის, წარმატებით იქნა მოპოვებული. ახალი სიხშირული რესურსის მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე, საიმედო და ძლიერი ქსელის შესაქმნელად. ჩვენთვის თითოეული მომხმარებლის კომფორტი და გამოცდილება უმნიშვნელოვანესია და დარწმუნებული ვარ, ამ სიახლის შედეგებს ისინი მალე იგრძნობენ. მადლობა მინდა გადავუხადო კომისიას ეფექტური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელმაც ეს წინსვლა შესაძლებელი გახადა. ასევე, გულითადი მადლობა სელფის გუნდის ყველა წევრს, ვინც იმუშავა ამ მნიშვნელოვან პროექტზე.”
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა), 

