|
2025-12-04 19:30:43, 577 ნახვა
საზოგადოება/ 2026 წლიდან განათლების საგრანტო დაფინანსება უქმდება
ქართული ოცნების განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, 2026 წლიდან უნივერსიტეტებში ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება უქმდება. "მეორე კურსიდან და მიმდინარე რაც არის, ჩვეულებრივად დარჩება იმ საგრანტო დაფინანსებაზე, ოღონდ მილევად რეჟიმში. რაც შეეხება ახლად მიღებულ სტუდენტებს - ამ მოცემულებაში, უკვე რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება, როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც ამ გრანტს რომ მოიპოვებდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა. ამიტომ, ამ შემთხვაში, კონკურენციაც, რა თქმა უნდა, მატულობს მოცემულობა არის ის რომ, სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ამ საჭიროებების მიხედვით ჩვენ გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც ხელფასების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ. ახლა ჩვენ გვაქვს შემდეგი 3-4 წელიწადი გარდამავალი. საგრანტო დაფინანსებას რაც ეხება, ეს უკვე შემდეგი წლიდანვე ამოქმედდება. ამიტომ, საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან მიმართებაში შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები უნივერსიტეტებზე გადახდილი და თუ კი დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე კერძოებთან მიმართებაში, რა თქმა უნდ, ამ შემთხვევაში კერძოებთან მიმართებაშიც. თუმცა, ამ მოცემულობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირს, იმიტომ რომ ამ რეფორმის კონცეფცია პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება"- თქვა მიქანაძემ რუსთავი ორთან ინტერვიუში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

