|
2025-12-04 16:02:24, 1382 ნახვა
მსოფლიო/ New York Times პეტანგონს და მდივან ჰექსიტს სასამართლოში უჩივლა
გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ პენტაგონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ის სამხედრო დეპარტამენტში მომუშავე ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ოქტომბრის შუა რიცხვებში ამოქმედებული ახალი წესების თანახმად, ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ არაავტორიზებული - თუნდაც არაკლასიფიცირებული - ინფორმაციის მოპოვებას, დეპარტამენტისა და შეიარაღებული ძალების „უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ მიიჩნევიან. გარდა ამისა, 21-გვერდიანი წესები პენტაგონში გადაადგილებაზე, სამხედრო ობიექტების მონახულების მოთხოვნებსა და დეპარტამენტის ჩინოვნიკებთან და სამხედრო პერსონალთან კომუნიკაციაზე სხვადასხვა სხვა შეზღუდვას აწესებს. თავად დეპარტამენტმა ამას „საღი აზრი“ უწოდა. ვაშინგტონის ფედერალურ რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში „ნიუ-იორკ თაიმსი“ აცხადებს, რომ ეს წესები არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას უზრუნველყოფს. გაზეთი სასამართლოს სთხოვს, პენტაგონს ამ წესების გაუქმება დაავალა. დონალდ ტრამპის გუნდის წევრის, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ამ ინიციატივის, ასევე წამყვანი ამერიკული გამოცემებისა და მაუწყებლების რეაქციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აქ დავწერეთ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

