|
2025-12-04 13:13:36, 663 ნახვა
ეკონომიკა/ „სელფი მობაილმა" ქსელის გაუმჯობესების მიზნით ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა
ComCom-ის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, „სელფი მობაილმა" გაიმარჯვა. აბსტრაქტული 4 ლოტის ფარგლებში, კომპანიამ 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში სიხშირეები შეიძინა, რომელთა საფასურმაც ჯამში 23 598 970 ლარი შეადგინა. „სელფი მობაილმა" სიხშირეები 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინა, საიდანაც 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებით მიიღო. სიხშირული რესურსის მოპოვების შემდეგ, მობილური ოპერატორი შეძლებს გააუმჯობესოს არსებული ქსელის ხარისხი დასახლებულ პუნქტებში, რომელთა მოსახლეობაც 20 000-ზე მეტია. კომპანია „სელფი მობაილის" მომართვის საფუძველზე, ComCom-ის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული იყო 6 აუქციონი, მათ შორის 4 აუქციონი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 2 აუქციონი 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში აბსტრაქტულ ლოტებზე. საგულისხმოა, რომ „სელფი მობაილმა" ლოტები 40%-იანი ფასდაკლებით იყიდა. კერძოდ, კომპანიამ 20%-იანი ფასდაკლება მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების მაღალი სიჩქარის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულების, ხოლო დამატებით 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულების არჩევის საფუძველზე მიიღო. კომპანია ვალდებული იქნება 2026 წლის 31 დეკემბრამდე მის მფლობელობაში არსებული 2100 მჰც სიხშირული დიაპაზონით თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 28.65 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურება უზრუნველყოს. ხოლო, აუქციონში მოპოვებული 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით, თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 25 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მომსახურება უზრუნველყოს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

