|
2025-12-04 13:08:08, 468 ნახვა
ეკონომიკა/ არაბულ კომპანიას საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოჰყავს - BMG
საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. როგორც BMG-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group- შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს. ოფიციალური წარმომადგენლობა თბილისში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლებს ელოდებიან. პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე. BMG-ის ინფორმაციით, პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში გაიხსნება. Starbucks ქსელური რესტორნის გახსნა იგეგმება „თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც.“ კომპანია „ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის“ მეწილე და მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა BMG-თან ადასტურებს, რომ ბრენდთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მე არ ვარ ის პირი ვინც დაგიდასტურებთ მათი სახელით ოფიციალურად შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც ჩვენი სახელით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ საუბარია ერთი ობიექტი გახსნაზე. ინტერესი არსებობდა კოვიდამდე პერიოდშიც, თუმცა მაშინ პროცესები პანდემიამ გააჩერა, ახლა კი დაახლოებით 1 წელია ეს სამუშაოები მიმდინარეობს.“ - აღნიშნა ცანავამ. ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება „სტარბაქსის“ ყავა საქართველოში. ინფორმაციისთვის, Starbucks ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი — სიეტლში, აშშ მდებარეობს. სტარბაქსი მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. პირველი „სტარბაქსი“ 1971 წლის 30 მარტს სწორედ ქალაქ სიეტლში გაიხსნა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

