07:47 - 06 Dec, 2025
2025-12-04 12:53:06, 460 ნახვა

პოლიტიკა
ოლიგარქი ივანიშვილი ძალიან ახლოსაა კრემლის ინტერესებთან - ფრანგი დეპუტატი

ემანუელ მაკრონის პარტიის წევრმა, დეპუტატმა კონსტანს ლოგრიპმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანა ისეთ ტრაექტორიაში შევიდა, რომელიც მას ძალიან შემაშფოთებელი გზით აშორებს ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს.

ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სულ უფრო მკაცრ რეპრესიებს განიცდიან. 

ქალბატონი მზია ამაღლობელი ერთ-ერთი გმირია, იმ ისტორიისა, რომლის დაწერასაც დღეს ვაპირებთ. დღეს, ვითვლით ქართველების შეუპოვარი ბრძოლის 360-ზე მეტ დღეს საქართველოს უმეტესი ქალაქების ქუჩებში მთავრობის წინააღმდეგ და მე ვფიქრობ ყველა მამაც დემონსტრანტზე, რომლებიც სულ უფრო მკაცრ რეპრესიებს განიცდიან. მართლაც, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც საეჭვო და სადავო იყო, საქართველო შევიდა ისეთ ტრაექტორიაში, რომელიც მას ძალიან შემაშფოთებელი გზით აშორებს ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს...

საქართველოში ცენტრალური ფიგურა არის ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლების უკან დგას, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ აქვს არანაირი თანამდებობა. ისაა უაღრესად გავლენიანი ოლიგარქი და გადამწყვეტი პოლიტიკური მოთამაშე. ეს ცენტრალური ფიგურა განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამ კრიზისში, რადგან ახლოს არის კრემლის ინტერესებთან," - განაცხადა კონსტანს ლოგრიპმა. 

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტზე საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics