|
2025-12-03 17:22:52, 1674 ნახვა
საზოგადოება/ კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა - კონკურსის მხარდამჭერია ბაზისბანკი
ბაზისბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ კონკურსი „გახდი ფინედუს დესპანი მასწავლებელი“ დასრულდა. გამოვლენილია 30 გამარჯვებული მასწავლებელი. კონკურსი „ფინედუს“ ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და ითვალისწინებდა მასწავლებლების მიერ „ფინედუს“ მიწოდებული მასალებითა და ინსტრუქციით მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას. კონკურსის გამარჯვებულებად ჩაითვლებოდა პირველი 30 მასწავლებელი, რომელიც ჩაატარებდა სპეციალურ გაკვეთილს და კონკურსის პირობების დაცვით საჯაროდ გაავრცელებდა პროექტისა და გაკვეთილის შესახებ ინფორმაციას. კონკურსი 31 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღეს დაანონსდა და ნოემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა. პროექტში 150-მდე მასწავლებელი ჩაერთო „ფინედუს დესპანის“ მისიით და V-XII კლასის მოსწავლეებთან ინტერაქციული გაკვეთილი პირადი ფინანსებისა და ფულის დაზოგვის თემაზე ჩაატარა. 1-ელ დეკემბერს გამოვლინდა 30 გამარჯვებული მასწავლებელი. ყველა მათგანს „სულაკაურის გამომცემლობის“ 50 ლარიანი და გამომცემლობა „ინტელექტის“ 50 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემა, კონკურსის ყველა მონაწილეს კი - „ფინედუს დესპანი“ მასწავლებლის სერტიფიკატი. “ბაზისბანკი ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ პროექტების აქტიური მხარდამჭერია. წელსაც თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათგან ერთ-ერთი იყო კონკურსი გახდი „ფინედუს დესპანი მასწავლებელი“, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა. ბაზისბანკის მხარდაჭერით მომავალშიც საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლებიც მოზარდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.’’ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა), 

