|
2025-12-03 15:11:18, 1346 ნახვა
პოლიტიკა გომელაურის მტკიცების მიუხედავად კობახიძე უარყოფს რომ ქიმიური ნივთიერება ნაციონალური მოძრაობის დროს შეიძინეს
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, „ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება,, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა „ბი-ბი-სიმ", რომელიც მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. „როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს „ბი-ბი-სისთან", იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად, უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ. პირველ დეკემბერს, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადება ნივთიერება კამიტეს შესახებ. “იმედის” ცნობით, გომელაურმა “ექსკლუზიურად” მათ უთხრა, რომ კამიტი “ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე”
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

