|
2025-12-03 15:06:33, 1711 ნახვა
პოლიტიკა კობახიძე BBC-ს ჩივილით ემუქრება
გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბი-ბი-სიმ" სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ, როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბი-ბი-სიმ" სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

