|
2025-12-02 23:33:16, 657 ნახვა
ეკონომიკა/ ფინანსური განათლება SME ბიზნესისთვის - BOG-ის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას აგრძელებს. ამ მიზნით, 3 დეკემბერს მეწარმე ქალებისთვის ფინანსური განათლების თემაზე ვორკშოპი გაიმართება. შეხვედრას გაუძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი, რომელიც მონაწილეებს ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს გაუზიარებს. რა გელით ვორკშოფზე? ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს აქტიურ დისკუსიას - მეწარმე ქალებს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ბიზნესის საჭიროებები გააანალიზონ. ვორკშოპზე განიხილება შემდეგი საკითხები თემები:
ეს ვორკშოპი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის. ღონისძიება 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება. ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. ვორკშოპი საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, Business 360˚-ის ნაწილია. პლატფორმა ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს აერთიანებს, მათ შორის: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა), 

