07:47 - 06 Dec, 2025
2025-11-30 18:31:36, 2377 ნახვა

სამართალი/
ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის მუხლით წარედგინა ბრალი

დვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ინფორმაციით, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და მას ტერორიზმს ედავებიან. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ გააკეთა.

„მოგვეცა საშუალება, რომ გავცნობოდეთ ბრალის დადგენილებას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ალექსანდრე ელისაშვილს ედავებიან ტერორიზმს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 19 323 პირველი ნაწილი, რაც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საქმის მასალები დღეს გადაეცა და მას მოგვიანებით გაეცნობა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ალეკო ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება იყო მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა.

„თავად ალეკო ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს. ის თვლის, რომ ჩაიდინა რაღაც ქმედებები, რომლებიც არ წარმოადგენს დანაშაულს, ეს არის მისი მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა. ის უსამართლო სასამართლოს მიმართ იყო მიძღვნილი და ზოგადად, ეს იყო სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ. აქედან გამომდინარე, წარდგენილი მუხლი არის აბსურდული. რამდენი ადამიანი გახსენდებათ, პოლიტიკოსი ან ადამიანი, რომელსაც ტერორიზმის მუხლს წაუყენებენ, მით უმეტეს, ქმედება არ არის განხორციელებული და სისრულეში მოყვანილი. ალექსანდრე ელისაშვილი ქმედებას აღიარებს, თუმცა ის არ თვლის, რომ მისი ქმედება იყო დანაშაულის შემცველი. ამაზეა საუბარი. ის იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა“, – აღნიშნა ადვოკატმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics