|
2025-11-30 09:05:56, 2538 ნახვა
კორონავირუსი/ სამშვიდობო გეგმაზე მოსალაპარაკებლად დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება
დღეს ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც რუბიოც დაესწრება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კვირას ფლორიდაში უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა განიხილონ ვაშინგტონის გეგმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ, იუწყება AFP აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. შეხვედრას ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც დაესწრება. მარკო რუბიომ გასულ შაბათ-კვირას ჟენევაში უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია (რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით) აშშ-ში შაბათს საღამოს, აშშ-ის დროით, ჩავა, რათა გააგრძელოს სამშვიდობო გეგმაზე დისკუსიები.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

