|
2025-11-29 13:50:37, 3402 ნახვა
კომენტარი/ პაპუაშვილმა ელისაშვილს ტერორისტული აქტის განმხორციელებელი უწოდა
შალვა პაპუაშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.
შსს-ს ცნობით, ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 5 წლამდე.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

