07:45 - 06 Dec, 2025
2025-11-20 09:26:44, 1523 ნახვა

კომენტარი/
რუბიო - ისეთი რთული და სისხლიანი ომის დასრულება, როგორიც უკრაინაში მიმდინარეობს, მოითხოვს სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო განხილვას

ამერიკა-რუსეთის ფარული სამშვიდობო გეგმის მედიაში  გასაჯაროებისა და კრიტიკის  შემდეგ, მარკო რუბიომ სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ისეთი რთული და სისხლიანი  ომის დასრულება, როგორიც უკრაინაში მიმდინარეობს, მოითხოვს სერიოზული და რეალისტური იდეების ფართო განხილვას და მყარი მშვიდობის მიღწევისთვის ორივე მხარე უნდა დასთანხმდეს რთულ, მაგრამ აუცილებელ კომპრომისებს. სწორედ ამიტომ ვადგენთ და მომავალშიც შევიმუშავებთ შესაძლო იდეების სიას ამ ომის დასრულებისთვის — კონფლიქტის ორივე მხარის შეხედულებების საფუძველზე"-წერს სახელმწიფო მდივანი.

"უკრაინამ აშშ-სა და რუსეთის კაპიტულაციურ გეგმაზე უარი განაცხადა"-წერს Financial Times. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების აზრით, გეგმა სრულად შეესაბამება კრემლის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს და არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე ის უკრაინაში რეალიზებული არ იქნება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics