|
2025-11-15 00:45:08, 6957 ნახვა
Lifestyle/ Tinder Swindler-ის გმირმა საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის ციხე დატოვა
Netfix-ის დოკუმენტური სერიალის, Tinder Swindler-ის გმირმა და ცნობილმა თაღლითმა, საიმონ ლევიევმა ორთვიანი პატიმრობის შემდეგ ქუთაისის საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. როგორც რადიოს ლევიევის ადვოკტი მარიამ კუბლაშვილი ატყობინებს, მისი დაცვისქვეშ მყოფმა ქუთაისის პენიტენციური დაწესებულება ისე დატოვა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული "საქმე სრულად შეწყდა" და ყველანაირი პირობის გარეშე გათავისუფლდა. ადვოკატის ცნობით, გერმანულმა მხარემ უკან წაიღო მისი დაპატიმრებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა. საიმონ ლევიევის წინააღმდეგ გერმანიაში საქმე აღძრული იყო ბერლინში მცხოვრები ქალის ჩვენების საფუძველზე. ქალი ამბობდა, რომ ლევიევი "ტინდერზე" გაიცნო, რის შემდეგაც მისგან მანიპულაციის და ემოციური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ქალის მტკიცებით, ლევიევმა მას 50 000 ევრომდე თანხა გამოსძალა. ექსტრადიციისა და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, საიმონ ლევიევს თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. ბათუმის აეროპორტში Tinder Swindler-ის გმირი საიმონ ლევიევი 15 სექტემბერს დააკავეს. ლევიევი 35 წლის ისრაელელი თაღლითია, რომლის შესახებაც 2022 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალი გადაიღო. ლევიევი წლების განმავლობაში ქალებს აპლიკაცია Tinder-ის საშუალებით უკავშირდებოდა და თავს ბრილიანტების მაგნატის, ლევ ლევიევის მემკვიდრედ წარუდგენდა, შემდეგ კი სხვადასხვა თაღლითური სქემის გამოყენებით მათ ფულს ართმევდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

