|
2025-11-06 23:33:04, 1624 ნახვა
სხვადასხვა/ რიგაში 10 000 ადამიანი შეიკრიბა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციიდან ლატვიის გასვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
რიგასა და სხვა ქალაქებში ხუთშაბათს გაიმართა აქციები ლატვიის მიერ სტამბოლის ევროპული კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ, რომელიც ქალებს ოჯახში ძალადობისგან იცავს. „ქალების ცემა ჩვენი ღირებულება არ არის“, - სკანდირებდნენ რიგის ცენტრში, გუმბათის მოედანზე შეკრებილები. მანამდე, სეიმის (პარლამენტის) წევრებმა ლატვიის კონვენციიდან გასვლას მისცეს ხმა. პარლამენტის კონსერვატიულმა ფრაქციამ კონვენცია გააკრიტიკა ტერმინ „გენდერის“ გამოყენების გამო და ის ქვეყნის ტრადიციულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა ოჯახის როლების შესახებ. პარლამენტის გადაწყვეტილებამ საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა უარი თქვა სეიმის მიერ დამტკიცებული კონვენციიდან გასვლის შესახებ კანონის ხელმოწერაზე და ხელახლა განსახილველად დააბრუნა. ეს ერთ წელიწადში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება. პოლიციის შეფასებით, ხუთშაბათს რიგის ცენტრში 10 000 ადამიანი შეიკრიბა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე 29 ოქტომბრის სეიმის (პარლამენტის) არჩევნების წინა დღეს გამართული აქციის რაოდენობა. ადგილობრივმა მედიამ ორივე აქცია ბოლო წლებში ლატვიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აქციად მოიხსენია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

