07:45 - 06 Dec, 2025
2025-10-19 15:01:04, 1634 ნახვა

სხვადასხვა/
ლუვრის ძარცვის შედეგად ნაპოლეონის სამკაულები მოიპარეს

დილით 19 ოქტომბერს ლუვრის მუზეუმში სამუშაო საათებში ძარცვა მოხდა.

  ქურდებმა ნაპოლეონისა და იმპერატრიცა ჟოზეფინას სამკაულების კოლექციიდან ცხრა ისტორიული ნივთი მოიპარეს, მათ შორის ყელსაბამი, ბროში და დიადემა. წყაროების ცნობით, პირველადი დასკვნებით, დამნაშავეები მუზეუმში შეიჭრნენ. ახლა ისინი მიმალვაში არიან.

მუზეუმი ევაკუირებულია; პოლიციის გამოძიება მიმდინარეობს.

გამოცემა Le Parisien იტყობინება, რომ ლუვრის გაძარცვისთვის მძარცველებს შვიდი წუთი დასჭირდათ.

საინტერესოა, რომ ლუვრიდან არ წაუღიათ ნაპოლეონის სამკაულების კოლექციაში არსებული უდიდესი ბრილიანტი — „რეჯენტი“, რომელიც 140 კარატს იწონის, ხოლო გზად მძარცველებმა გადააგდეს იმპერატრიცას დაზიანებული გვირგვინი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics