07:47 - 06 Dec, 2025
2025-10-15 01:00:49, 2501 ნახვა

სპორტი/
თურქეთის ნაკრებმა საქართველო 4:1 დაამარცხა

თურქეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველო 4:1 დაამარცხა. თურქეთის ქალაქ იზმიტში გამართული მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა. თურქმა კენან ილდიზმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, მერიჰ დემირალმა მეორე გოლი 22-ე წუთზე გაიტანა, ხოლო იუნუს აკგიუნმა მესამე გოლი 35-ე წუთზე დაამატა. მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე, მერიჰ დემირალმა ანგარიში 4:0 გახადა. გიორგი ქოჩორაშვილმა დამამშვიდებელი გოლი 64-ე წუთზე გაიტანა. თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მიხეილ ყაველაშვილმა, მატჩს ტრიბუნებიდან ადევნეს თვალყური. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს შანსი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მეშვეობით მოხვდეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics