|
2025-10-14 14:26:23, 1972 ნახვა
სპორტი/ თურქეთი vs საქართველო - ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
14 ოქტომბერს, 22:45 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარ შეხვედრას თურქეთთან გამართავს. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია. შეხვედრა ქოჯაელში გაიმართება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, რითაც მესამე ადგილზეა; თურქეთს კი - 6, რაც მას მეორე ადგილზე აყენებს. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან მატჩზე მეორე ადგილისთვის იბრძოლებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი მატჩზე შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი); მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი). ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ნაკრების მთავარი სპონსორია.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა), 

