|
2025-09-09 14:26:21, 3149 ნახვა
სპორტი/ საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში 2025 - თიბისი აბაშის დოღის მხარდამჭერი გახდა
აბაშის იპოდრომი ხალხურ ცხენოსნობაში საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და წელს პირველად, დოღის მხარდამჭერი თიბისი იქნება. ცხენოსნობის ეროვნული სახეობები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართულ დოღს, მაყურებელი და გულშემატკივარი არასდროს აკლია. ასეა აბაშაშიც, სადაც ადგილობრივი იპოდრომი სეზონზე რამდენიმე შეჯიბრებას მასპინძლობს. 2025 წლის საქართველოს თასი ხალხურ ცხენოსნობაში შემდეგ კატეგორიებში ჩატარდება:
შეჯიბრება, ასევე, გაიმართება ცხენბურთსა და ისინდში. შეჯიბრების საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 15 000 ლარი, სწორედ, თიბისიმ დააწესა. ამასთან ერთად, იპოდრომის ტერიტორიაზე თიბისი საკუთარ სივრცესაც მოაწყობს. დოღის მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს რეგიონებში ტრადიციული, ეროვნული სახეობების პოპულარიზაციას. გვჯერა, რომ მიზანსწრაფული და მოუსვენარი ადამიანების ძალისხმევა ქმნის იმ გარემოს, სადაც ქართული კულტურა და სპორტი ინარჩუნებს ენერგიას და თანამედროვეობასაც შესაბამისად ერგება.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: R (რეკლამა), 

