|
2025-06-12 21:28:27, 680 ნახვა
პოლიტიკა მათე დევიძისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილებმა თსუ-ს მიმდებარედ გადაინაცვლეს
მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მელიქიშვილის გამზირის შემდეგ მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ მსჯავრდებულ მათე დევიძის და აქციების დროს დაკავებულ სხვა მოქალაქეებს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი, ძირს უსამართლო სასამართლო”. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ერთობლივად შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ინფორმაციისთვის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-14 13:44:11 უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია 2025-12-08 09:48:34 სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა 2025-12-08 09:35:31 რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph 2025-12-08 09:27:50 ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ზელენსკის მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 2025-12-07 20:53:25 რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

