|
2025-06-11 12:52:35, 531 ნახვა
მსოფლიო/ სომხეთში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
სომხეთის ქალაქ ჩამბარაკში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, - ინფორმაციას ქვეყნის სამაშველო სამსახური ავრცელებს. მანამდე, უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. „მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი მაცხოვრებლის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულთა რიცხვმა სამს მიაღწია“, - აცხადებენ სამაშველო სამსახურში. უწყების ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობისთვის, დღეს სომხეთის ქალაქ ჩამბარაკში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე მდებარე ბინები ჩამოინგრა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-14 13:44:11 უკრაინამ ურიუპინსკის ნავთობსაწყობსა და იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტია 2025-12-08 09:48:34 სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა 2025-12-08 09:35:31 რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph 2025-12-08 09:27:50 ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა ზელენსკის მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა 2025-12-07 20:53:25 რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქში პეჩენეჟსკოეს წყალსაცავის დამბა დააზიანეს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

