|
2025-06-08 12:26:09, 9010 ნახვა
რეგიონი/ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მინისტრი - ქართული სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს
ქართული ისტებლიშმენტის სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, თუ რატომ არ აწერენ ხელს ოკუპირებული აფხაზეთი და საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, ოლეგ ბარციცმა უპასუხა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობას ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ დაუძლევია“. „ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ სურს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს უტოპიაა“, - განაცხადა ბარციცმა. მისი თქმით, „საქართველოში ზოგიერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს უკვე ესმის, რომ აფხაზეთი მათ შემადგენლობაში არ დაბრუნდება, თუმცა ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-12-05 10:45:11 ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს უცნობი დრონები აკვირდებოდნენ 2025-12-05 10:42:00 უკრაინამ კრასნოდარის ოლქის პორტში გაზის ტერმინალს დაარტყა 2025-12-04 09:58:10 ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ შეხვედრებს შტატებში 2025-12-04 09:25:31 უკრაინამ წლის დასაწყისიდან მესამედ დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის ქიმიკატების მწარმოებელს 2025-12-03 12:02:56 ნატომ განაცხადა, რომ პუტინი დონბასის აღებას სულ მცირე 2026 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი, 

